ამობეჭდვა
2018 წლის 20 – 21 ივნისი, თბილისში, ქორთიარდ მარიოტში ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროექტის (EUVEGE) თაოსნობით გაიმართა ფორუმი ,,უნარები დასაქმებისთვის”. ფორუმზე განხილული იქნა დასაქმებისა და პროფესიული განათლების რეფორმის სფეროში არსებული პროგრამები და მიღწევები, ასევე EUVEGE პროექტის თანამონაწილეობა აღნიშნულ პროცესში. EUVEGE პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს შრომის ბაზრისა და პროფესიული განათლების პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებას, ინსტიტუციური და ადამიანური რესურსების შესაძლებლობების გაძლიერებას და კანონშემოქმედებას ბენეფიციარ სამინისტროებსა და მათ დაქვემდებარებულ უწყებებში. 

ფორუმში მონაწილეობდა შპს ბარაკონის (საზოგადოებრივი კოლეჯი) დირექტორი გიორგი ფოფხაძე.