ამობეჭდვა
იწყება მსურველთა რეგისტრაცია საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 თებერვლის N76 დადგენილებით დამტკიცებულ სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამებზე.

დარეგისტრირდი ვებ-გვერდზე – www.worknet.gov.ge ,  გაიარე რეგისტრაცია 30 აპრილიდან 4 მაისის ჩათვლით სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულში (თბილისი, მიცკევიჩის ქ. №23), ისწავლე მოკლევადიან  პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამებზე უფასოდ და დასაქმდი.

საზოგადოებრივი კოლეჯი ბარაკონი გთავაზობთ შემდეგ მოკლევადიან სასერტიფიკატო პროგრამებს:
1. ინფორმაციული ტექნოლოგი
2. პრაქტიკოსი ექთანი (პრაქტიკა წამყვან კლინიკებში)
3. ოფისის მენეჯერი
4. ბუღალტერი
5. ექთნის თანაშემწე (პრაქტიკა წამყვან კლინიკებში)
6. ფარმაცევტის თანაშემწე (პრაქტიკა ავერსი-ფარმას აფთიაქებში)
7. ბაგა-ბაღის აღმზრდელი პედაგოგი (პრაქტიკა საბავშვო ბაგა-ბაღებში)

სწავლა დაიწყება 7 მაისს. პროგრამების ხანგრძლივობაა 8-10 სასწავლო კვირა. 
დაწვრილებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
ტელ: 5 77 09 09 02 / 2 30 80 86
მის: თბილისი, ბუდაპეშტის ქ. 1ბ, მესამე სართული (მეტრო სამედიცინო უნივერსიტეტთან)