ამობეჭდვა
2018 წლის 17-18 მაისს, სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ორგანიზებით,  სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა ტრენინგი პროფესიული (მოდულური/დუალური) საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის. ტრენინგის მიზანს წარმოადგენდა საგანმანათლებლო დაწესებულებების ხარისხის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირების შესაძლებლობების გაძლიერება.

კოლეჯიდან ტრენინგს ესწრებოდა დირექტორი და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი.