ამობეჭდვა
2019 წლის 24 დეკემბერს, საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის ხელმძღვანელობით სტუდენტური საახალწლო ღონისძიება გაიმართა, რომელშიც ჩართული იყო როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში არსებული კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებები. ღონისძიების მიზანს წარმოადგენდა პროფესიული სტუდენტების დაახლოება და სტუდენტური თვითშემოქმედების წახალისება.
ღონისძიებაზე პროფესიული კოლეჯების სტუდენტები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ სხვადასხვა აქტივობებით, როგორიცაა ცეკვა და სიმღერა. წარმოდგენილ ნომრებს აფასებდა ჟიური. 

კოლეჯს სტუდენტურ საახალწლო ღონისძიებაში მონაწილეობისთვის გადაეცა სიგელი.