ამობეჭდვა
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანების (MES 1 21 0000159323 – 24/02/2021) საფუძველზე, კოლეჯის დირექტორის 2021 წლის 26 თებერვლის N05 ბრძანების შესაბამისად, სასწავლო პროცესი წარიმართება შემდეგნაირად:

  • 2021 წლის 1 მარტიდან პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პრაქტიკული/ლაბორატორიული/კლინიკური/საგამოცდო და სამუშაო ადგილზე სწავლების კომპონენტები წარმართება არადისტანციურ რეჟიმში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი მითითებების/რეკომენდაციების დაცვით;
  • 2021 წლის 15 მარტიდან პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სხვა კომპონენტები წარიმართება არადისტანციურ/დისტანციურ რეჟიმში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი მითითებების/რეკომენდაციების დაცვით.

სასწავლო პროცესი წარმართვა არადისტანციურ/დისტანციურ რეჟიმში განპირობებულია კორონავირუსის (COVID-19) მასობრივი გავრცელების მაქსიმალურად შეჩერებისა და მისი ეფექტიანი მართვის შენარჩუნების მიზნით.