ამობეჭდვა
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე აღინიშნა, რომ მთავრობამ 2 მარტს გამოსცა განკარგულება (№434) საქართველოს მასშტაბით ყველა საჯარო თუ კერძო სასწავლო დაწესებულებაში სასწავლო პროცესის შეწყვეტის შესახებ. პრემიერის ხელმოწერილი განკარგულების თანახმად, 4 მარტიდან 16 მარტამდე საქართველოს მასშტაბით ყველა სასწავლო დაწესებულებაში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია.