ამობეჭდვა
4 ნოემბერს, საქველმოქმედო ფონდ „საქართველოს კარიტასი“-ს 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა. ღონისძიების მიზანი იყო დამსწრე საზოგადოებისთვის გაეცნოთ კარიტასის საქართველოში მუშაობის 25 წლის შედეგები და ორგანიზაციის საქველმოქმედო საქმიანობა.
ღონისძიებაზე მიწვეული იყვნენ სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები და ორგანიზაციის უცხოელი და ადგილობრივი პარტნიორები. ღონისძიებას ესწრებოდა კოლეჯის დირექტორი – გიორგი ფოფხაძე.
კოლეჯი წლების განმავლობაში წარმატებით თანამშრომლობს საქართველოს კარიტასთან, რომელიც ამჟამად ჩართულია საექთნო საქმის საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელებაში.