ამობეჭდვა
მიმდინარე წლის 8 აპრილს, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისა და სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის წარმომადგენლების მიერ გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა, 2022 წლის მიღებისთვის, ჩარჩო დოკუმენტებში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, შესაბამისობაში მოყვანილი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ ინფორმაციის განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ასახვა.