ამობეჭდვა

მიმდინარე წლის 25 აგვისტოს, პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების პროგრამების შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე – გიორგი ვაშაკიძესთან.

პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების სისტემაში ჩართულმა კერძო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებმა, პროგრამის გამოწვევებისა და მათი გადაჭრის გზებზე ინფორმაცია მინისტრის მოადგილეს მიაწოდეს.

შეხვედრას ესწრებოდა კოლეჯის დირექტორი გიორგი ფოფხაძე.