ამობეჭდვა
გაერთიანებული სამეფოს კარგი მმართველობის ფონდის დაფინანსებით და მსოფლიო ბანკის მიერ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან თანამშრომლობით მიმდინარეობს, პროექტი „მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლება პროფესიულ განათლებაში“. აღნიშნული პროექტის ფარგლებში შეიქმნა „პროფესიული განათლების მასწავლებელთა პროფესიული სტანდარტის“ პროექტი.
13 დეკემბერს პროექტის განხილვა გაიმართა სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში, რომელსაც ესწრებოდნენ დირექტორის მოადგილე ნინო ბოკერია და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი ნინო ხაჩიძე.