ამობეჭდვა
10 ნოემბერს საზოგადოებრივ კოლეჯ ბარაკონში მარნეულის ახალგაზრდული ცენტრის ორგანიზებით პროექტის ,,ძლიერი ახალგაზრდობა ძლიერი საქართველოსთვის“ ფარგლებში სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრა გაიმართა. კოლეჯში სტუმრად იმყოფებოდნენ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლების: კასუმლოს, აღმამედლოს, კირიხლოს და სადახლოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მოსწავლე-ახალგაზრდები.

სტუმრებმა დაათვალიერეს გარემო, გაეცნენ იმ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს, რომლებსაც ახორციელებს კოლეჯი ბარაკონი. ასევე შეხვდნენ სხვადასხვა პროგრამების განმახორციელებელ მასწავლებლებს და პროფესიულ სტუდენტებს. მოსწავლე-ახალგაზრდებს შეხვდა ასევე კოლეჯის დირექტორი, ბატონი გიორგი ფოფხაძე, ესაუბრა მათ პროფესიული განათლებაში არსებულ სიახლეებზე, უახლოეს პერსპექტივებზე.
შეხვედრამ კეთილგანწყობილ, მეგობრულ გარემოში ჩაიარა. ახალგაზრდებმა დასვეს მათთვის საინტერესო შეკითხვები, მიიღეს ამომწურავი პასუხები. საზოგადოებრივი კოლეჯი ბარაკონი მადლობას უხდის პროექტის ხელმძღვანელს ქალბატონ არზუ ბაირამოვას შეხვედრის ორგანიზებისთვის.