ამობეჭდვა
სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა მოდულური და დუალური პროგრამების დანერგვის მხარდაჭერის ფარგლებში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებებისათვის სამუშაო შეხვედრები გამართა. შეხვედრები თბილისში, 27-29 ნოემბერს საზოგადოებრივ კოლეჯ პანაცეაში გაიმართა, რომელსაც კოლეჯის მხრიდან ესწრებოდა დირექტორის მოადგილე ნინო ბოკერია და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი ნინო ხაჩიძე. 

სამუშაო შეხვედრებზე განხილულ იქნა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა დაწესებულების სტრუქტურული მოწყობა ახალი სტანდარტების პირობებში, ხარისხის მართვაზე პასუხისმგებელი პირის ფუნქციები და საკვალიფიკაციო მოთხოვნები, სტუდენტთა შეფასების ვერიფიკაციის პილოტირების შედეგები, ფორმალური განათლების აღიარების პილოტირების შედეგები, ზოგადი განათლების ინტეგრირების საკითხები, პროგრამების შედგენის ელექტრონული სისტემის კონცეფცია, სტუდენტის შეფასების განახლებული გზამკვლევი და სხვა.