ამობეჭდვა
მიმდინარე წლის 30 ოქტომბერს, სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“ – ში გაიმართა კონფერენცია „დუალური პროფესიული განათლების კოორდინაცია“ (საჭიროება – კვალიფიკაცია – დასაქმება), რომელშიც მონაწილეობას ღებულობდნენ ბიზნეს სექტორის, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების, დარგობრივი ასოციაციებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. სხდომას ესწრებოდა საზოგადოებრივი კოლეჯი ბარაკონის დირექტორი გიორგი ფოფხაძე.

კონფერენციის მიზანი იყო დუალური პროფესიული განათლების პოპულარიზაცია მეწარმეთა შორის და ბიზნესის ჩართულობის ხელშეწყობა.