ამობეჭდვა
მიმდინარე წლის 07 დეკემბერს, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ორგანიზებით, ქალაქ თელავში, თელავის ისტორიულ მუზეუმში ჩატარდა დასაქმების ფორუმი.

ფორუმის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენდა ,,სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის“ ბენეფიციარი სამუშაოს მაძიებლები. შესაბამისად, პროგრამაში ჩართულმა მოსარგებლეებმა მონაწილეობა მიიღეს ფორუმში, რომლებიც ერთ სივრცეში შეხვდნენ შრომის ბაზარზე არსებულ 25 მდე მსხვილი კომპანიის წარმომადგენელს.