ამობეჭდვა
მიმდინარე წლის 16 აგვისტოსს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე  „სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამაში“ ჩართულ მხარეებს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და  სპორტის  მინისტრის მოადგილე გიორგი ვაშაკიძე, სახელმწიფო  და კერძო პროფესიული  საგანმანათლებლო  დაწესებულებების ხელმძღვანელები  და დამსაქმებლები,  რომლებმაც ამ პროგრამის  ფარგლებში დაასაქმეს მომზადება-გადამზადების მოკლევადიანი პროგრამის კურსდამთავრებულები. 

საუბარი შეეხო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების განსაკუთრებულ როლსა და მნიშვნელობას დასაქმების სახელმწიფო პროგრამების განხორციელების საქმეში, იმსჯელეს  სამომავლო  თანამშრომლობის გეგმებზეც.