14 ნოემბერს კოლეჯ ბარაკონში, პერსონალის მხარდამჭერი ღონისძიებების ფარგლებში ჩატარდა პროფესიული უნარ-ჩვევების ასამაღლებელი საინფორმაციო შეხვედრა. ადამიანური რესურსის საქმიანობის შეფასების კვლევის ანგარიშში გამოკვეთილი მიგნებების გათალისწინებით განისაზღვრა შეხვედრის თემა – ინოვაციური პრაქტიკა სწავლა-სწავლების პროცესში: ვიზუალური ელემენტები და გემიფიკაცია.
შეხვედრას უძღვებოდა პროფესიული განათლების მასწავლებელი – მაია დუნდუა. მან ევროკავშირის პროექტის ფარგლებში მოწვეული საერთაშორისო ექსპერტის მიერ ჩატარებულ ტრენინგზე – „ინოვაციური სწავლების მეთოდები და ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება პროფესიულ განათლებაში“ მიღებული გამოცდილება გაუზიარა კოლეგებს.