ამობეჭდვა
2019 წლის 6 დეკემბერს, კერძო კოლეჯების ასოციაციის ინიციატივით, წევრი კოლეჯებისათვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე ინგლისური ენის მოდულების შეფასების ინსტრუმენტის შემუშავება და ვალიდაცია. ტრენინგს უძღვებოდა ასოციაციის გამგეობის წევრი და საზოგადოებრივ კოლეჯ „გეორგია“-ს დირექტორი გიორგი ბერაია. ტრენინგის მიზანი გახლდათ ზოგადი მოდულის „უცხოური ენა“ შეფასების ინსტრუმენტზე მუშაობა, რისთვისაც მონაწილეთა შორის მოწვეული იყვნენ უცხოური ენის განმახორციელებელი მასწავლებლები. 

კოლეჯის მხრიდან ტრენინგს ესწრებოდა დირექტორის მოადგილე ნინო ბოკერია, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი ნინო ხაჩიძე და უცხოური ენის (ინგლისური) მოდულის განმახორციელებელი თინათინ თულაშვილი.