ამობეჭდვა
14 ნოემბერს, საქართველოს კარიტასის ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში სერთიფიკატების გადაცემის საზეიმო ღონისძიება გაიმართა. სერთიფიკატები გადაეცა ყველა იმ სტუდენტს, ვინც შინმოვლის სასწავლო კურსი წარმატებით დაასრულა. სერთიფიკატები გადაეცათ საზოგადოებრივი კოლეჯი ბარაკონის პრაქტიკოსი ექთნის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებსაც.

სტუდენტმა გაიარეს საქართველოს კარიტასის ჯანდაცვის პროგრამის სასწავლო ცენტრის, შინმოვლის სასწავლო კურსი. ცენტრში  პრაქტიკული ცოდნა ხელს უწყობს პაციენტებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების მიწოდებას, საექთნო საქმის განვითარებას, სამედიცინო სასწავლებლების სტუდენტებისა და სამედიცინო დაწესებულებების პერსონალის პროფესიულ განვითარებას.

შეხვედრას ესწრებოდნენ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, კერძო საზოგადოებრივი კოლეჯების და კერძო კოლეჯების ასოციაციის წარმომადგენლები. სტუმრებმა  მიულოცეს სასწავლო კურსის დასრულება სტუდენტებს და ხაზი გაუსვეს საექთნო განათლების განვითარების მნიშვნელობას საქართველოში.

საზოგადოებრივი კოლეჯი ბარაკონი  მადლობას უხდის კარიტასის ყველა თანამშრომელს გაწეული შრომისთვის.