ამობეჭდვა
პროფესიული უნარების სააგენტოსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ)-ის ორგანიზებით, სამუშაოზე დაფუძნებულ სწავლებასთან დაკავშირებული შესაძლებლობებისა და გამოწვევების გაზიარების მიზნით, სამუშაო შეხვედრები ჩატარდა.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმძღვანელებმა. მათ მცირე ჯგუფებში, დისკუსიის რეჟიმში, განიხილეს სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების გამოწვევები, მათი გადაჭრის გზები და იმსჯელეს სარგებლის შესახებ, რომელიც პროცესში ჩართვის შედეგად, სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეს ექნება.
შეხვედრის ბოლოს ჯგუფებმა ჩაატარეს მოკლე პრეზენტაციები და თანამშრომლობის შემდგომი ნაბიჯები განსაზღვრეს.