ამობეჭდვა
27 იანვარს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში გაიმართა სამუშაო შეხვედრა პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – დიპლომის დანართის შევსების პრინციპებთან დაკავშირებით. შეხვედრას ესწრებოდნენ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებები.

ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში შემუშავებული პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – დიპლომის დანართის ფორმა შესაბამისობაშია ევროკავშირისა და ევროსაბჭოს დირექტივებთან. მასში დეტალურად აღიწერება პროფესიული განათლების დიპლომის/სერტიფიკატის მფლობელი პირის მიერ გამომუშავებული უნარები და კომპეტენციები.