რეგისტრაცია მიმდინარეობს შემდეგ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე/საგანმანათლებლო პროგრამებზე:
- საექთნო საქმე;
- ფარმაცია (სააფთიაქო);
- საოფისე საქმე.
რეგისტრაციის გავლა, პირადობის მოწმობით, შესაძლებელია საქართველოს მასშტაბით არსებულ საგანმანათლებლო რესურსცენტრებსა და კოლეჯში. აპლიკანტებს, ასევე, საშუალება აქვთ, გამოიყენონ ელექტრონული (ონლაინ) რეგისტრაციის რეჟიმიც www.vet.emis.ge ვებგვერდის მეშვეობით. რეგისტრაცია შესაძლებელია ერთი ტესტის ტიპის ფარგლებში არსებულ რამდენიმე პროგრამაზე.
ინფორმაცია პროფესიული ტესტირების შესახებ და, ასევე, ტესტების ნიმუშები განთავსებულია სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე www.naec.ge.