ამობეჭდვა
15-16 ივნისს, თბილისში – პირველი რესპუბლიკის მოედანზე პროფესიული განათლების ქართულ-გერმანული დღეები გაიმართა.

პროფესიული განათლების დღეების ფარგლებში მიმდინარეობდა კონფერენცია Expert to Expert Talks, რომელშიც ქართველ ექსპერტებთან ერთად მონაწილეობას იღებდნენ 22 ექსპერტი გერმანიიდან. ამას გარდა, სტუმრებს შეეძლოთ დაეთვალიერებინათ ათობით თემატური საინფორმაციო ზონა და გაცნობოდნენ ქართულ-გერმანულ პარტნიორობას პროფესიულ განათლებაში, მოესმინათ ისტორიები წარმატებული კარიერული შესაძლებლობების შესახებ, რასაც პროფესიული განათლება იძლევა.

პროფესიული განათლების ქართულ-გერმანულ დღეებს ესწრებოდნენ კოლეჯის წარმომადგენლები.