მიმდინარე წლის 15 აგვისტოს, პროფესიული უნარების სააგენტოს ორგანიზებით, გაიმართა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებისთვის (აპლიკანტთა შერჩევის კოორდინატორებისთვის/ ადმინისტრატორებისთვის) ონლაინ შეხვედრა 2022-2023 სასწავლო წლის აპლიკანტთა შერჩევის ფარგლებში მოტივაციურ გასაუბრებასთან დაკავშირებით.
შეხვედრის პირველ ნაწილში მიმდინარეობდა მოტივაციური ინტერვიუს მეთოდოლოგიურ და ადმინისტრირებასთან დაკავშირებულ ასპექტებზე საუბარი, ხოლო მეორე ნაწილში – ინტერვიუს ონლაინ შეფასების ფორმაზე EMIS-ის წარმომადგენლის ჩართულობით.