ამობეჭდვა
მიმდინარე წლის 7 დეკემბერს,  გაეროს ეგიდით თბილისში, ექსპო ჯორჯიას მესამე პავილიონში გაიმართა დასაქმების ფორუმი.

ოფისის მენეჯერის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პროფესიული სტუდენტები გაეცნენ ფორუმისა და სხვადასხვა შეხვედრების მოწყობის სამოქმედო გეგმას, დააკვირდნენ ფორუმის მიმდინარეობას და გაესაუბრნენ ორგანიზატორებს. სტუდენტების ფორუმზე მისვლას ჰქონდა დადებითი  შედეგი, მათ განიმტკიცეს კოლეჯში მიღებული ცოდნა და ნახეს, თუ როგორ ხდება თეორიული ცოდნის გადატანა პრაქტიკაში.