ამობეჭდვა

კოლეჯი ბარაკონის აპლიკანტთა ჩარიცხვის მიზნით დოკუმენტების წარდგენა შესაძლებელია 2024 წლის 01 ივლისიდან 15 ივლისამდე სამუშაო დღეებში, 10.00 საათიდან – 17.00 საათამდე პერიოდში.

მისამართი: თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას N4, მეექვსე სართული.

წარსადგენი დოკუმენტები:

✅ განცხადება დირექტორის სახელზე (წერთ კოლეჯში);

✅პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

✅ ზოგადი საბაზო (9კლასი) /ან სრული ზოგადი (12 კლასი) განათლების დამადასტურებელი ატესტატი, ან ასლი, რომელიც ნოტარიულად იქნება დამოწმებული. იმ შემთხვევაში თუ დასრულებული გაქვთ პროფესიული კოლეჯი ან უმაღლესი სასწავლებელი, შესაბამისი განათლების დამადასტურებელი დიპლომი;

✅ 2 ფოტოსურათი ¾ზე;

✅ 17 წელს მიღწეული წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის ან წვევამდელის სამხედრო აღრიცხვიდან მოხსნის დამადასტურებელი დოკუმენტი;

✅ თუ, აპლიკანტი არასრულწლოვანია, მშობელმა/კანონიერმა წარმომადგენელმა უნდა წარმოადგინოს:

  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • აპლიკანტის დაბადების მოწმობა.