მისია


კოლეჯი ,,ბარაკონის” მისიაა მოამზადოს კვალიფიციური სპეციალისტები, რომლებიც კონკურენტუნარიანნი იქნებიან როგორც საქართველოს, ასევე საერთაშორისო შრომის ბაზარზე. ამისათვის კოლეჯი მიაწოდებს თავის სტუდენტებს საქართველოს პროფესიული განათლების მიზნებისა და პროფესიული სტანდარტების შესაბამის პროფესიულ პროგრამებს, უზრუნველყოფს სტუდენტებისთვის სათანადო სასწავლო გარემოს შექმნას და მისცემს მათ საკუთარი ცოდნისა და უნარების სრულად რეალიზების საშუალებას.